UNESCO-მ BTU-ს პროექტი ,,AI4Globe'' საერთაშორისო მეცნიერების ათწლეულის გავლენიან ინიციატივათა სიაში შეიყვანა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება - UNESCO-მ ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების ფართომასშტაბიანი, საერთაშორისო ინიციატივა AI4Globe აღიარა და შეიყვანა საერთაშორისო მეცნიერების ათწლეულის (International Decade of Sciences for Sustainable Development – IDSSD, 2024–2033) გავლენიანი პროექტებისა და ინიციატივების სიაში.

AI4Globe არის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მიერ ინიცირებული საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვნური ინტელეტის წიგნიერების დონის ზრდას გლობალურად. ინიციატივა ფარავს სხვადასხვა დემოგრაფიულ ჯგუფებს, მათ შორის ბავშვებს, ახალგაზრდებს, ქალებს, აკადემიურ სივრცესა და მცირე/საშუალო ბიზნესს, რომლისთვისაც, ქართულ და ინგლისურ ენებზე ქმნის მულტიმედია საგანმანათლებლო რესურსებს, პროექტებს და საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობებს.

საქართველოდან მსოფლიოში, პროექტი AI4Globe უკვე ხორციელდება რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორისაა ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები.

საერთაშორისო მეცნიერების ათწლეული მდგრადი განვითარებისთვის (IDSSD) წარმოადგენს UNESCO-ს გლობალურ ინიციატივას, რომელიც ხორციელდება 2024 წლიდან 2033 წლამდე და მუშაობს შემდეგი მიზნებისთვის:

  • მეცნიერების როლის გაძლიერება მდგრადი განვითარების მიზნების (SDG-ების) მიღწევაში;
  • მეცნიერებას, პოლიტიკასა და საზოგადოებას შორის კავშირის გამყარება;
  • ინკლუზიური და სამართლიანი სამეცნიერო გადაწყვეტილებების ხელშეწყობა გლობალური გამოწვევების – კლიმატის ცვლილების, უთანასწორობისა და გარემოს დეგრადაციის – დასაძლევად.

UNESCO-მ აღნიშნა რომ AI4Globe სრულად შეესაბამება ათწლეულის ღირებულებებსა და მიზნებს.

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე