სოზარ სუბარი - გახარია ამტკიცებდა, არცერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულაო, ახლა თქვა საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო - რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა?

გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არცერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, ახლა თქვა სრულიად საპირისპირო, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო - რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა? - ამის შესახებ საგამოძიებო კომისიის მდივანმა სოზარ სუბარმა საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომელსაც დისტანციურად ერთვება.

„გახარია მთელი ამ ხნის განმავლობაში ამტკიცებდა, რომ არცერთი კვადრატული მეტრი ტერიტორია არ დაკარგულა, პირიქით, აღვკვეთეთ ტერიტორიების დაკარგვაო. ახლა, მართალია სხვებს გადააბრალა, მაგრამ თქვა, რომ ტერიტორია დაიკარგა - იმის სრულიად საპირისპირო, რასაც აქამდე ამბობდა. ანუ, რაც მონიშნეთ, რომ აქ უნდა დადგმულიყო ქართული საგუშაგოები, იქ რუსებმა ჩადგეს საგუშაგოებიო და რა ჰქვია ამას, თუ არა ტერიტორიის დაკარგვა? განმარტეთ, როგორ არის, სადაც მონიშნეთ, რომ უნდა ჩაგედგათ საგუშაგო იქ თქვენ ჩადგით საგუშაგო თუ რუსებმა და თუ რუსებმა ჩადგეს, მაშინ რას ნიშნავს, არ დაიკარგა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

ამ კითხვას გახარიამ შემდეგი რეპლიკით უპასუხა: „არ ჰქვია, არა. შეიძლება თქვენი აზროვნებისთვის ჰქვია [ტერიტორიების დაკარგვა], მაგრამ, სინამდვილეში არ ჰქვია“.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!