მარკ რუტე - მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინას არ შეუძლია ამერიკული დახმარების გარეშე, აშშ-ის ინტერესებშიცაა, რომ უკრაინამ ეს ომი არ წააგოს

მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინას არ შეუძლია ამერიკული დახმარების გარეშე, აშშ-ის ინტერესებშიცაა, რომ უკრაინამ ეს ომი არ წააგოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ამერიკულ ტელეარხ Fox News-თან საუბარში განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ „სრულიად ესმის” აშშ-ის მისწრაფება, რომ უსაფრთხოების სფეროში თავისი ინტერესები დაიცვან.

„მაგრამ, როდესაც საქმე უკრაინას ეხება, მოკლევადიან პერსპექტივაში უკრაინას არ შეუძლია მთელი დახმარების გარეშე, რომლის მიღებაც შეუძლია, თუ საუბარია საბრძოლო მასალასა და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე“, - განაცხადა რუტემ.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა გაიხსენა, რომ ტრამპმა და ზელენსკიმ ნატო-ს სამიტის ფარგლებში შეხვედრა გამართეს და „ძალიან კარგი საუბარი ჰქონდათ, რომელიც ფოკუსირებული იყო საჰაერო თავდაცვის სისტემებზე“.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ევროპული ქვეყნები თავიანთ დაცვის ხარჯებსა და უკრაინის დახმარებას ზრდიან, „მაგრამ არ შეგვიძლია აშშ-ის პრაქტიკული დახმარების გარეშე“.

„ეს ასევე აშშ-ის ინტერესებშიცაა, რომ უკრიანამ ომი არ წააგოს… ხოლო უსაფრთხო ევროპა ასევე უსაფრთხო აშშ-საც ნიშნავს. ეს სრულიად ურთიერთდაკავშირებულია”, - განაცხადა რუტემ.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება