თურქეთში ტყის ხანძრებს ორი ადამიანი ემსხვერპლა - ცეცხლის გაჩენაზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ცეცხლის შვილებმა“ აიღო

თურქეთის იზმირის პროვინციაში, სადაც ერთი კვირაა ტყის ხანძარს ებრძვიან, მეორე ადამიანი დაიღუპა, - Reuters-ი თურქულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ექსკავატორის ოპერატორი, იბრაჰიმ დემირია, რომელიც ოდემიშის რაიონში ხანძრის ჩაქრობისას დაიღუპა.

მანამდე, იმავე რაიონში ხანძრის შედეგად გარდაიცვალა 81 წლის საწოლს მიჯაჭვული მამაკაცი, რომელიც სახლში მარტო იმყოფებოდა.

დაჯგუფებამ, რომელიც საკუთარ თავს „ცეცხლის შვილებს“ უწოდებს, განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, მათ პასუხისმგებლობა აიღეს თურქეთის ექვს ქალაქში ათობით ხანძრის განზრახ გაჩენაზე. ჯგუფის მტკიცებით, ისინი დაკავშირებული არიან „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ (PKK).

გუშინ ხანძრის ახალი კერები გაჩნდა ანტალიის პროვინციაში და თურქეთის უდიდესი ქალაქის, სტამბოლის მახლობლად მდებარე ტყიან ადგილებში. ხელისუფლებამ ხანძრის რამდენიმე კერის ლოკალიზება მოახერხა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად