ანდრეი სიბიგა - ასობით რუსული დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა კიევზე, ეს მოხდა მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა, ის ამას გამიზნულად აკეთებს - შეწყვიტეთ მშვიდობის ლოდინი, იმოქმედეთ მშვიდობის მისაღწევად

ასობით რუსული დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა უკრაინის დედაქალაქში, სწორედ მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა. ის ამას გამიზნულად აკეთებს. საკმარისია ლოდინი! პუტინი აშკარად აჩვენებს თავის სრულ უგულებელყოფას შეერთებული შტატების და ყველას მიმართ, ვინც ომის დასრულებისკენ მოუწოდებს, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა რუსული ძალების მიერ უკრაინის დედაქალაქ კიევზე დრონებით და ბალისტიკური რაკეტებით განხორციელებულ თავდასხმას.

„აბსოლუტურად საშინელი და უძილო ღამე კიევში. ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ღამე, რაც კი აქამდე ყოფილა. ასობით რუსული დრონის და ბალისტიკური რაკეტის წვიმა უკრაინის დედაქალაქში. სწორედ მას შემდეგ, რაც პუტინი პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრა. ის ამას გამიზნულად აკეთებს. საკმარისია ლოდინი! პუტინი აშკარად აჩვენებს თავის სრულ უგულებელყოფას შეერთებული შტატების და ყველას მიმართ, ვინც ომის დასრულებისკენ მოუწოდებს“, - წერს სიბიგა სოციალურ ქსელში.

უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, რუსეთს დაუყოვნებლივ უნდა დაეკისროს სანქციები.

„მოსკოვს დაუყოვნებლივ უნდა დაეკისროს უმკაცრესი სანქციები. უკრაინას უნდა მიეწოდოს ყველა საჭირო საშუალება საკუთარი თავის დასაცავად. არასწორმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება მხოლოდ აგრესორი წაახალისოს ტერორის ესკალაციისკენ. მსოფლიოს ყველა კრიმინალური რეჟიმი ახლა ყურადღებით აკვირდება პუტინის ქმედებებს და მათზე რეაქციებს. თუ ის ამ ყველაფერს დაუსჯელად გადაურჩება, ყველა მიიღებს ძალიან მკაფიო გზავნილს. შეწყვიტეთ მშვიდობის ლოდინი. იმოქმედეთ მშვიდობის მისაღწევად. მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - აცხადებს სიბიგა.

შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა კიევს რაკეტებით და დრონებით შეუტია. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაშავდა 23 ადამიანი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე