ისრაელ კაცი - ისრაელი ინტენსიურად ურტყამს „ჰუსიტების“ ტერორისტული რეჟიმის სამიზნეებს - ვინც ისრაელის წინააღმდეგ ხელს აწევს, მას მოკვეთენ

ისრაელი ამჟამად იემენში სამიზნეებს ურტყამს. ინფორმაციას ადასტურებს ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი.

„ამჟამად ისრაელის თავდაცვის ძალები ინტენსიურად ურტყამს "ჰუსიტების" ტერორისტული რეჟიმის სამიზნეებს ჰოდეიდას, რას-ისა და სალიფის პორტებში“, - ნათქვამია კაცის განცხადებაში.

ის დასძენს, რომ სამიზნეებში ასევე შედის ელექტროსადგური და გემი, რომელიც "ჰუსიტებმა" ორი წლის წინ წითელ ზღვაში დაატყვევეს.

„როგორც გავაფრთხილე, იემენს თეირანის მსგავსად მოეპყრობიან“, - დასძენს ის და იმეორებს გასულ კვირას გაკეთებულ მუქარას.

„ყველა, ვინც ისრაელისთვის ზიანის მიყენებას შეეცდება, დაზარალდება, ყველას, ვინც ისრაელის წინააღმდეგ ხელს აწევს, მას მოკვეთენ. ჰუსიტები კვლავაც დიდ ფასს გადაიხდიან თავიანთი ქმედებებისთვის“, - აღნიშნავს ის.

მედია ასევე, აღნიშნავს, რომ ზოგიერთ სამიზნესთან ახლოს მცხოვრებმა მოსახლეობამ განაცხადა, რომ ხმამაღალი აფეთქებების ხმა გაიგეს.

ასევე, მედიის თანახმად, დარტყმები მალევე განხორციელდა მას შემდეგ, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება გაავრცელეს "ჰუსიტების" მიერ კონტროლირებადი სამი პორტიდან და იემენში მდებარე ელექტროსადგურიდან.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება