რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ კურსკის ოლქს დაარტყა, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა 7

რუსული მხარის ინფორმაციით, უკრაინამ კურსკის ოლქს დაარტყა, დაიღუპა 3 ადამიანი და დაშავდა 7

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 7 დაშავდა, - ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი, ალექსანდრ ხინშტეინი ავრცელებს.

„დაშავდა 7 ადამიანი, მათ შორის 5 წლის ბავშვი. მათ ნამსხვრევებით მიყენებული ჭრილობები და სხვადასხვა ხარისხის დამწვრობა აღენიშნებათ. ხუთი ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, მძიმე მდგომარეობაშია. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მათ გადასარჩენად“, - აღნიშნა გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა.

მისი თქმით, თავდასხმის შედეგად, კურსკის ჟელეზნოდოროჟნის რაიონში რამდენიმე სახლი დაზიანდა.