BTU-ს პროგრამის „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“ არჩევა NAEC-ის ვებგვერდზე დღეიდან უკვე შესაძლებელია

აბიტურიენტებს, რომლებიც ფსიქოლოგიის შესწავლას გეგმავენ, დღეიდან უკვე შეეძლებათ NAEC-ის ვებგვერდზე ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ახალი საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“ აირჩიონ. პროგრამა სრულად აკრედიტებულია და მისი კოდია 1950106.

უნიკალური საბაკალავრო პროგრამა „ფსიქოლოგია ციფრულ სამყაროში“ ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული ფსიქოლოგიის სხვა პროგრამებისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

როგორც პროგრამის ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი გიორგი ჭუმბურიძე აღნიშნავს, მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ BTU-ს სტუდენტები ფსიქოლოგიას ტექნოლოგიებთან კვეთაში და ტექნოლოგიური განვითარებით მიღებული გამოწვევების გათვალისწინებით შეისწავლიან.

„საქართველოში არსებული ფსიქოლოგიის სხვა პროგრამებისგან განსხვავებით, ჩვენი პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაიგებენ, თუ როგორ ინტეგრირდება ტექნოლოგიები ფსიქოლოგიაში, როგორ იცვლება სფერო. მარტივად რომ ვთქვა, მომავლის ფსიქოლოგიას ისწავლიან ჩვენთან. რა თქმა უნდა, ეს განსხვავებები ნათელია საგნების დონეზეც. ისინი შეისწავლიან ისეთ განსხვავებულ საგნებს, როგორიცაა კიბერფსიქოლოგია ან გადაწყვეტილების ნეირომეცნიერება. გაეცნობიან ფსიქოლოგიასა და ეკონომიკას შორის არსებულ კავშირებს. პროგრამის აწყობისას ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, რომ სტუდენტებისთვის რაც შეიძლება ფართო ხედვა შეგვექმნა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მიდის ადამიანების სააზროვნო პროცესი. ჩვენს პროგრამაზე სწორედ ამ ფართო ხედვას შეიძენენ. რა თქმა უნდა, განსხვავებული პროგრამით ვასწავლით მონაცემთა ანალიზსა და დამუშავებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფსიქოლოგისთვის. კერძოდ, ჩვენთან ისწავლიან პროგრამა R-ს, რომელიც პროგრამირების ენასაც მოიცავს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს კურსდამთავრებულ ფსიქოლოგს, ფსიქოლოგიის გარდა, პროგრამირების უნარებიც ექნება. ეს კი კარგად მიჰყვება მსოფლიო ტენდენციას“, - განმარტავს გიორგი ჭუმბურიძე.

BTU-ს ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხით, კურსდამთავრებულები შეძლებენ დასაქმდნენ როგორც საჯარო, ასევე კერძო და არასამთავრობო სექტორში. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიური და ფსიქოსოციალური მომსახურების, ორგანიზაციული ცვლილებებისა და განვითარების დაგეგმვის, ადამიანური რესურსების მართვისა და შეფასების სფეროს სპეციალისტების, ფსიქოლოგის, ტრენერის, თერაპევტისა და მკვლევრის (მათ შორის მონაცემთა ანალიტიკოსის) ასისტენტის თანამდებობა.

პროგრამის ყოველწლიური საფასური 2250 ლარია. სტუდენტებს სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში სწავლა დაუფინანსდებათ. ჩასაბარებელი სავალდებულო საგნებია ქართული და ინგლისური. მესამე საგნად კი აბიტურიენტებს შეუძლიათ აირჩიონ მათემატიკა, ისტორია ან ბიოლოგია. პირველ წელს მისაღები სტუდენტების რაოდენობაა 150.

(R)

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს