დიმიტრი პესკოვი - რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები კიევის ინტერესებშია - ჩვენ ყოველდღე წინ მივდივართ, უკრაინულ მხარეს ახალ რეალობასთან შეგუება მოუწევს

რუსეთმა და უკრაინამ მემორანდუმების განხილვა უნდა დაიწყონ და ეს რთული პროცესი იქნება, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

„იცით, რომ გარკვეული სამუშაო უკვე გაწეულია - მოლაპარაკებების ორი ძალიან რთული რაუნდი ჩატარდა. ჩვენ ველით, რომ მესამე გაიმართება და დიალოგი გაგრძელდება. ჩვენ ჯერ კიდევ უნდა დავიწყოთ იმ მემორანდუმების განხილვა, რომლებიც გავცვალეთ. ეს ასევე ძალიან რთული პროცესი იქნება და პროცესი, რომელიც ერთ ღამეში ან ერთ დღეში არ დასრულდება“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირი მოლაპარაკებები კიევის ინტერესებშია, რადგან ადგილზე არსებული ვითარება ყოველდღიურად იცვლება უკრაინული ძალების საზიანოდ.

„თქვენ იცით, რომ რუსეთი უკრაინული მხარისგან მესამე რაუნდის ჩატარების წინადადების წარდგენას ელის. ეს უკრაინული მხარის ინტერესებში უნდა შედიოდეს, რადგან ადგილზე ვითარება ყოველდღიურად იცვლება. ჩვენ ყოველ დღე წინ მივდივართ, უკრაინულ მხარეს ახალ რეალობასთან შეგუება მოუწევს“, - განაცხადა პესკოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!