ევროპარლამენტის რეზოლუცია - მოვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას

ევროპარლამენტი იმეორებს მოწოდებას მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებასთან დაკავშირებით და მის წინააღმდეგ წაყენებული ყველა ბრალდების მოხსნას, რომლებიც პოლიტიკურად მოტივირებულია, - ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს შესახებ რეზოლუციის ტექსტში შეტანილ ცვლილებაში, რომელიც ევროპარლამენტმა დღეს დაამტკიცა.

ევროპარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას მზია ამაღლობელის მხედველობის მდგომარეობის კრიტიკულად გაუარესების გამო და სანდო სამედიცინო მომსახურებაზე სასწრაფო წვდომას ითხოვს.

„ევროპარლამენტი მკაცრად გმობს საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოებისთვის გარემოს მუდმივ და განზრახ განადგურებას, რუსული სტილის რამდენიმე შემზღუდავი კანონმდებლობის მიღებით, მკაცრად გმობს ახალ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც მოითხოვს ყველა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის გრანტის რეგისტრაციას მთავრობაში და ავალდებულებს უცხოელ დონორებს, მიიღონ აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობა ადგილობრივი ორგანიზაციებისთვის გრანტების გაცემისთვის; წუხს ხელისუფლების ბოლოდროინდელი გადაწყვეტილების გამო, გაყინოს პოლიტიკური პატიმრებისა და მათი ოჯახების მხარდამჭერი საზოგადოებრივ დაფინანსების [კრაუდფანდინგის] ინიციატივები და კამპანიების საბანკო ანგარიშები; მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დაშინება, მუქარა, პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ფიზიკური ძალადობა საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, პოლიტიკური ლიდერების, სამოქალაქო აქტივისტების, ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების მიმართ; გმობს რამდენიმე ევროპელი ჟურნალისტის საქართველოში შესვლაზე თვითნებურ და გაუმართლებელ უარის თქმას“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტმა 490 ხმით 147-ის წინააღმდეგ საქართველოს შესახებ რეზოლუცია შესწორებებით მიიღო.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ