მარკო რუბიო - დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია, რომ რუსული მხარე უკრაინასთან დაკავშირებით მეტ მოქნილობას არ იჩენს

დონალდ ტრამპი იმედგაცრუებულია, რომ რუსული მხარე უკრაინასთან დაკავშირებით მეტ მოქნილობას არ იჩენს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ მალაიზიაში, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ „გულწრფელი და მნიშვნელოვანი“ საუბარი ჰქონდა.

„გვესმის, რომ ამ ყველაფერს დრო და მოთმინება სჭირდება, მაგრამ იმედგაცრუებულები ვართ, რომ მეტი პროგრესი არ იქნა მიღწეული. აშშ-ს უკრაინაში კონფლიქტის დასრულების მიზნით სამოქმედო გეგმის ნახვა სჭირდება“, - განაცხადა რუბიომ.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე რუსულმა მხარემ აშშ-ს „ახალი და განსხვავებული მიდგომა“ შესთავაზა.

„მე ამას ვერ დავახასიათებდი, როგორც რაღაცას, რაც მშვიდობის გარანტიას იძლევა, მაგრამ ეს კონცეფციაა, რომელსაც დღეს პრეზიდენტს გავაცნობ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

ასევე, მარკო რუბიოს ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სენატთან მუშაობს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტი.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო