საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი კურსდამთავრებულებს - გახდით მაგალითი მომავალი თაობებისთვის - პროფესიონალები და ქვეყნისთვის საამაყო მოქალაქეები!

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება გაიმართა. ინფორმაციას სტუ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სამშენებლო, ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის, არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის, ასევე, მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტების სტუდენტებმა და პროფესორ-მასწავლებლებმა.

„განსაკუთრებული მადლობა ჩვენს ლექტორებს, პროფესორებს, რომლებმაც, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლების მიღების პარალელურად, გვასწავლეს, როგორ გავხდეთ ჩვენი საქმის პროფესიონალები - საუკეთესო მშენებლები, არქიტექტორები, ქიმიის ტექნოლოგები, აგრარული მეცნიერებების, ბიოსისტემების და გარემოს დაცვის ინჟინრები, მკვლევრები. მათ თავიანთი პროფესიული ეთიკითა და დამოკიდებულებით გვიჩვენეს, რას ნიშნავს იყო ღირსეული სპეციალისტი და მოტივირებული ადამიანი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უნდა შეიტანოს წვლილი, გვასწავლეს, რომ განათლებისა და მეცნიერების გზა შრომისმოყვარეობით, პრაქტიკით, პასუხისმგებლობითა და საქმის სიყვარულით აგებული გზაა. ჩვენ ვტოვებთ აუდიტორიებს, მაგრამ თან მიგვაქვს ის, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში შევიძინეთ - ცოდნა, ღირებულებები და რწმენა იმისა, რომ თითოეულს შეგვიძლია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში უდიდესი წვლილი შევიტანოთ“, - მიმართეს დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლებს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულებას ულოცავს და პროფესიულ კარიერაში წარმატებას უსურვებს რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე.

„დღეს განსაკუთრებული დღეა. ჩვენ ვაცილებთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ! ეს არის ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპის დასაწყისი. შეინარჩუნეთ ცოდნის მიმართ სიყვარული, გაიაზრეთ საზოგადოების განვითარების პროცესში თქვენი პროფესიის მნიშვნელობა და იყავით ის ადამიანები, ვინც ღირსეულად წარმოაჩენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. გთხოვთ, არასოდეს დაივიწყოთ ალმა-მატერი, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თქვენს მომავალს.

კურსდამთავრებულებო სამშენებლო ფაკულტეტიდან, თქვენი პროფესია ქმნის ფუნდამენტს ქვეყნის განვითარებისთვის, უსაფრთხოებისა და კომფორტისთვის.

ქიმიური ტექნოლოგიებისა და მეტალურგიის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებო, თქვენ შეგწევთ უნარი, გარდაქმნათ ბუნებრივი რესურსები, შექმნათ ინოვაციური მასალები, რაც განაპირობებს ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს და წარმოების დინამიკას.

მთის მდგრადი განვითარების ფაკულტეტის კურსდამთავრებულებო, თქვენი პროფესიები განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიული თავისებურებების გათვალისწინებით. თქვენ ხართ ის ძალა, რომელიც უზრუნველყოფს მთიანი რეგიონების უსაფრთხო და გონივრულ განვითარებას.

არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებო, თქვენ ხართ შემოქმედი ვიზიონერები, რომლებიც ჩვენი სივრცის ესთეტიკას, ჩვენი ქალაქებისა და რეგიონების ურბანულ განვითარებას და ფუნქციურობას განსაზღვრავენ.

ყველა თქვენგანს მოგიწოდებთ, გამოიყენეთ ის ცოდნა, რაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში მიიღეთ. თქვენს ხელშია ის ინტელექტუალური კაპიტალი, რომელიც საქართველოს ახალ რეალობაში წარმატებას მოუტანს. იმუშავეთ, იშრომეთ, განავითარეთ თქვენი პროფესია. გახდით მაგალითი მომავალი თაობებისთვის - პროფესიონალები და ქვეყნისთვის საამაყო მოქალაქეები!

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მუდამ იქნება თქვენი პარტნიორი და თქვენი წარმატების თანამგზავრი. გისურვებთ წარმატებას მომავლის გზებზე!“, - აღნიშნავს თავის მიმართვაში რექტორი.

სტუ-ის ინფორმაციით, უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში გამართული კურსდამთავრებულთა გაცილების ღონისძიება დასრულდა კონცერტით, რომელშიც საუნივერსიტეტო შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს