“მსურველთა კოალიცია” რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაზრდის და უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს

“მსურველთა კოალიცია” რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს გაზრდის და უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას გააგრძელებს. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდერ სტუბი X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

“უკრაინის მხარდამჭერი “მსურველთა კოალიციის” სასარგებლო შეხვედრა იყო, 30 მოკავშირესა და პარტნიორთა ერთად, რომელშიც პირველად იღებდნენ მონაწილეობას შეერთებული შტატების წარმომადგენლები. მადლობა, კირ სტარმერ და ემანუელ მაკრონ, თქვენი ლიდერობისთვის.

დასკვნები ცხადია: უკრაინისთვის უსაფრთხოების ზომების დაგეგმვა მზად არის. ერთად, ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდაჭერას. გავზრდით რუსეთზე ეკონომიკურ ზეწოლას, მათ შორის სანქციებს, რათა ვაიძულოთ ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმება და მოლაპარაკების მაგიდასთან დავსვათ”, - წერს სტუბი.

ცნობისთვის, 10 ივლისს რომში გამართულ “მსურველთა კოალიციის” შეხვედრაში აშშ-ის წარმომადგენლებმა პირველად მიიღეს მონაწილეობა, კერძოდ კი უკრაინის საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, კიტ კელოგმა და რუსეთის წინააღმდეგ სასანქციო კანონპროექტის ავტორებმა, სენატორებმა ლინდი გრემმა (რესპუბლიკური პარტია) და რიჩარდ ბლუმენთალმა (დემოკრატიული პარტია).

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო