ხალიკ ბანკის მხარდაჭერით, საქართველო ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატს მასპინძლობს

საქართველოში ისტორიაში პირველად ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება. 22-30 ივლისს, თბილისი ფარიკაობის ყველაზე მნიშვნელოვან ღონისძიებას უმასპინძლებს. აღნიშნული ჩემპიონატი ქართველ სპორტსმენებს მსოფლიო არენაზე საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის უნიკალურ შანსს აძლევს და ქვეყანას საერთაშორისო ყურადღების ცენტრში აქცევს.

ფარიკაობის ჩემპიონატის ოფიციალური პარტნიორია ხალიკ ბანკი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ფარიკაობის სპორტის პოპულარიზაციას.

პარტნიორობის ფარგლებში დაიგეგმა საკომუნიკაციო კამპანია და უკვე თბილისის ქუჩებში გამოჩნდა ჩემპიონატის მხარდამჭერი ბანერები, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს ღონისძიების მნიშვნელობას და სპორტული სულისკვეთების გაზიარებას.

„ასეთი მასშტაბური ჩემპიონატი ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა და თითოეული სპორტსმენის მოტივაციას ასმაგად ზრდის.

ხალიკ ბანკის მხარდაჭერა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ მთლიანად ფარიკაობის ნაკრებისთვის უდიდესი სტიმულია – მათი თანადგომა გვაძლევს შესაძლებლობას, მთელი ძალისხმევა, მონდომება და ემოცია ჩავდოთ საყვარელ სპორტში”, - აღნიშნავს ევროპის ხუთგზის ჩემპიონი, სანდრო ბაზაძე.

„ხალიკ ბანკი ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს მსგავს მასშტაბურ ღონისძიებებს. ვამაყობთ, რომ ვართ ამ ისტორიული ჩემპიონატის მხარდამჭერები და ჩვენს მოფარიკავეებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებთ. მჯერა, ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ქართველი სპორტსმენების წარმატება ბევრჯერ გაახარებს ჩვენს ქვეყანას”, - აღნიშნავს ხალიკ ბანკის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსი, თაკო ჟღენტი.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ