დევიდ ლემი - არ ვარ ინფორმირებული საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ

არ ვარ ინფორმირებული იმ საქმის დეტალების შესახებ, რომელსაც თქვენ საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით აყენებთ, მაგრამ ყურადღებით განვიხილავ მას და ამ საკითხებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ, - ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ ბრიტანელი პარლამენტარის, ფილ ბრიკელის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

ბრიკელმა საგარეო საქმეთა მინისტრს მოახსენა, რომ „საქართველოში, პრორუსული პარტია „ქართული ოცნების“ წამყვანი წევრები, სავარაუდოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანიებს იყენებენ, რათა ფინანსური საიდუმლოების ფარდის მიღმა თავიანთი სიმდიდრე დაფარონ და გადამალონ“ და ჰკითხა, თუ რა სიგნალებს აგზავნის ეს მსოფლიოში.

დევიდ ლემიმ პასუხად აღნიშნა, რომ ეს „საშინელი სიგნალია“ და აღნიშნულ საკითხს ყურადღებით განიხილავს.

„ეს საშინელ სიგნალს გზავნის. ჩვენ ამ საკითხზე ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებთან ვაგრძელებთ დისკუსიას და სერიოზულად ვართ განწყობილნი. სწორედ ამიტომ, მომავალ წელს უკანონო ფინანსებთან დაკავშირებით კონფერენციას გავმართავ. სწორედ ამიტომ ვთხოვე ქალბატონ მარგარეტ ჰოჯს, მხარი დაგვიჭიროს ამ საკითხის გადაჭრისა და საერთაშორისო საზოგადოების გაერთიანების მცდელობებში. დეპარტამენტის მხრიდან კიდევ ბევრი რამ არის მოსალოდნელი. მე არ ვარ ინფორმირებული იმ საქმის დეტალების შესახებ, რომელსაც თქვენ საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით აყენებთ, მაგრამ ყურადღებით განვიხილავ მას და ამ საკითხებს ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ“, - განაცხადა მან.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე