ბრიტანულ-ქართული აკადემია ახალი სასწავლო წლის პრიორიტეტებს ასახელებს

მასწავლებლების ძლიერი კონტიგენტი, გუნდური მუშაობა, თითოეულ მოსწავლეზე ინდივიდუალური ფოკუსი, საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამა - IB, საუნივერსიტეტო მრჩეველის პროგრამა - ეს ის ძირითადი უპირატესოებებია, რასაც ბრიტანულ-ქართული აკადემია სთავაზობს მის არსებულ და პოტენციურ მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს.

დღეისათვის ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში სამი საგანმანათლებლო პროგრამა არსებობს: კემბრიჯის საერთაშორისო პროგრამა (ბაღიდან საბაზო საფეხურის ჩათვლით), IB ანუ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა და ქართული პროგრამა (დამამთავრებელი კლასებისთვის).

სოფო ჟღენტი აკადემიური დირექტორის მოადგილეა, რომელიც სკოლის აკადემიურ პროცესს კურირებს. მისი თქმით, „სამივე პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ინტერდისციპლინარული და პროექტული სწავლება. სხვა სკოლებისგან ბრიტანულ-ქართული აკადემია იმითაც გამოირჩევა, რომ გვაქვს მრავალფეროვანი საგნების არჩევანი. მაგალითად, მეცხრე-მეათე კლასებში მოსწავლეებს ეძლევათ საშუალება ისწავლონ ისეთი საგნები, როგორიცაა - ბიზნესი და ეკონომიკა, გლობალური პერსპექტივები, სოციოლოგია და სხვა. სადიპლომო პროგრამაზე კი მოსწავლეებს ვთავაზობთ ისეთ საგნებს, რომლებიც პირდაპირ კავშირშია მათ კარიერულ მიზნებთან - მაგალითად, გლობალური პოლიტიკა, ბიზნესი და ეკონომიკა, ფსიქოლოგია და სხვა. მოსწავლეები ყოველწლიურად მიემგზავრებიან დიდ ბრიტანეთში, რათა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო კონკურსებში. სკოლაში ყოველ წელს იგეგმება და ტარდება სხვადასხვა კონფერენციები, სპორტული შეჯიბრებები”.

ბრიტანულ-ქართული აკადემია ბავშვებს ბაღის ასაკიდან იღებს - აკადემიის სკოლამდელი განათლების ცენტრი და შემდეგ უკვე დაწყებითი საფეხური ერთ სივრცეში თანაარსებობს, რაც ხელს უწყობს მოსწავლეებისთვის ჰარმონიული ტრანზიციის პროცესს.

მოსწავლეებისადმი ინდივიდუალური მიდგომა არა მარტო სასწავლო პროცესში, არამედ აკადემიაში მიღების ეტაპზეც მთავარ პრინციპს წარმოადგენს. თითოეულ დაინტერესებულ პირს აკადემია უკავშირდება და გეგმავს ინდივიდუალურ შეხვედრას მოსწავლეთა მიღების დირექტორთან.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მარტში აკადემიის 70%-იანი წილის მფლობელმა - „საქართველოს განათლების ჯგუფმა“, რომელიც თავის მხრივ, საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალის“ (Georgia Capital, დირექტორი - ირაკლი გილაური) ჯგუფის წევრია, სკოლის დირექტორი შეცვალა. ინვესტორი კომპანია განვითარების გეგმებზე საუბრობს და აანონსებს, რომ სამომავლოდ ბრიტანულ-ქართული აკადემია არაერთ სიახლეს შესთავაზებს არსებულ და ახალ მოსწავლეებს.

#ბრიტანულ ქართული აკადემია

#ბრიტანულ ქართული აკადემია 2025

#ახალი სასწავლო წელი

#საქართველოს განათლების ჯგუფი

#ინვესტიციები

#გიორგი კეთილაძე

#ირაკლი გილაური

#საქართველოს კაპიტალი

(R)

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში