თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა - გავრცელებული ვიდეო კადრების თანახმად, სამართალდამცველებმა ერთ-ერთი მამაკაცის დაკავება სცადეს, რა დროსაც ის შეუძლოდ გახდა

სოციალურ ქსელში საპატრულო პოლიციის თანამშრომლებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების ამსახველი ვიდეო ვრცელდება. ამავე ვიდეო მასალის მიხედვით, დაპირისპირებაში მონაწილე ერთ-ერთი მოქალაქე - სავარაუდოდ, ასაკით პენსიონერი მამაკაცი გონებას კარგავს.

ვიდეო პოლიციელის მიერ მოქალაქის დაკავების ამსახველი კადრით იწყება. ამ დროს დაკავებულს გამოესარჩლა მოქალაქე, რომელმაც პოლიციელს შემდეგი სიტყვებით მიმართა: - „მოვა დრო და მაგისთვის დედას გიტირებენ“. ვიდეოში ჩანს, რომ მასთან სამართალდამცავები მიდიან, ხელებს უკან უგრეხენ და ძალის გამოყენებით მის დაკავებას ცდილობენ. ამ დროს ეს უკანასკნელი ცუდად ხდება და სავარაუდოდ, გონებას კარგავს.

აღნიშნული ვიდეო სოციალურ ქსელში მოქალაქე თამარ ბოჭორიძემ გაავრცელა, რომლის ინფორმაციით შემთხვევა თბილისში, ამაღლების ქუჩაზე მოხდა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა