მარნეულში მოზარდი დაჭრეს - არსებული ინფორმაციით, ის 50-ზე მეტი ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი

მარნეულში არასრულწლოვანი დაჭრეს.

არსებული ინფორმაციით, მოზარდს 50-ზე მეტი ჭრილობა აქვს მიყენებული და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიაში გავრცელებული ცნობით, შემთხვევა გუშინ მოხდა, თუმცა დაჭრილი არასრულწლოვანი დღეს იპოვეს.

როგორც “ინტერპრენიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

უწყების ინფორმაციითვე, პოლიციამ ფაქტზე ერთი პირი უკვე დააკავა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი