მარნეულში დაჭრილი მოზარდის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი - ახლობლების ინფორმაციით, არასრულწლოვანს 55 ჭრილობიდან 40-მდე ზურგში აქვს მიყენებული და ის კომატოზურ მდგომარეობაშია

მარნეულში დაჭრილი არასრულწლოვანის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მოზარდს 55 ჭრილობიდან 40-მდე ზურგზე აქვს მიყენებული. მათივე განმარტებით, დაკავებული პირი და დაჭრილი ერთმანეთს იცნობდნენ, ისინი თანასოფლელები არიან, შემთხვევის დღესაც, ისინი ერთად, მაღაზიაში დაინახეს.

არასრულწლოვნის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ 20 წლის ახალგაზრდა, რომელიც განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს, ნარკოტიკული თრობის ქვეშ ყოფილყო.

„უბედურება დატრიალდა, ასეთი შემთხვევა არ მახსენდება, ბავშვი უგონო მდგომარეობაში იპოვეს, სისხლში ცურავდა, ძლივს ამოიცნეს, მინდორში ეგდო ასეთ მდგომარეობაში, ბავშვის ბიძა ვარ, ჩვენ გვიან გავიგეთ, პირდაპირ კლინიკაში მოვედით და მდგომარეობის გაუმჯობესებას ველოდებით, როგორც გვეუბნებიან, ჯერ კომაშია. ეს ვინც ჩაიდინა, ის ადამიანი არაა, 20 წლის ბიჭია, ისიც თანასოფლელია, არ ვიცი, ამ მდგომარეობამდე რამ მიიყვანა“, - აცხადებს „ტვ პირველთან“ არასრულწლოვნის ბიძა.

„სავარაუდოდ, ეს უბედურება ღამე მოხდა, რადგან ეს ბავშვი გამთენიას იპოვა იქვე ვინც ცხოვრობს, იმ კაცმა. მომაკვდავი იყო, სულ სისხლში იყო ამოვლებული და გმინავდა, მთელი ღამე შველას ითხოვდა, არ ვიცით როგორ გადარჩა, სულ დაჩეხილია დანით. სხვაგან მიაყენა დაზიანებები, ეგონა, რომ გარდაიცვალა, თავიდან რომ მოეშორებინა, მინდორში გაუყვანია, იქ დააგდო. ჩვენი თანასოფლელია დაკავებული, მაგრამ კარგად არავინ იცნობს და ახასიათებს, მამა ციხეში ჰყავს, მხოლოდ ეს ვიცით, სავარაუდოდ, ნარკოტიკული თრობის ქვეშ იყო“, - აცხადებს „ტვ პირველთან“ დაჭრილის ახლობელი.

ცნობისთვის, შემთხვევა 10 ივლისს მოხდა. მარნეულში არასრულწლოვანი ცივი იარაღით დაჭრეს, ის მინდორში იპოვეს. მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებმა ერთი პირი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დააკავეს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს