ლევან სამუშია - კახა კალაძემ დანაშაულის ისრების მოსახლეობაზე გადატანა სცადა - ჩანს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სახეზეა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები

მათ ადამიანების ბედი არ ანაღვლებთ. კალაძე შეეცადა და დანაშაულის ისრების გადატანა სცადა მოსახლეობაზე - ჩანს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სახეზეა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები,- ამის შესახებ პარტია „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ განაცხადა.

მისი თქმით, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნგრევაზე პასუხისმგებლობა მერიას ეკისრება, რადგან „ჯერ კიდევ 1 წლის წინ გავრცელდა კადრები იმ საფრთხის შესახებ, რომელიც არსებობდა“.

„უმძიმესი სიტუაციაა, სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი მსხვერპლით დასრულდა. ეს ყველაფერი წინასწარ იცოდნენ და არაფერი გააკეთეს ამის თავიდან ასაცილებლად, მათ ადამიანების ბედი არ ანაღვლებთ. კალაძე შეეცადა და დანაშაულის ისრების გადატანა სცადა მოსახლეობისთვის და საკუთარი და მერიის პასუხისმგებლობის დაფარვას შეეცადა. თავად თქვა, რომ შენობა ნგრევის პირას იყო. სოციალურ ქსელში ვნახეთ 1 წლის წინანდელი ვიდეო, სადაც მოსახლეობა საუბრობს, რომ სიცოცხლისთვის საშიში საფრთხე არსებობდა, მაგრამ მათ ადამიანები არაფრად უღირთ. მთავარია თავიანთი თავი და გამდიდრება. ცალსახად ჩანს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, სახეზეა სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტები. მალე ალბათ თბილისში ჩაფხუტებით უნდა იაროს ადამიანმა, სხვა გამოსავალი არ არის. ფეხებზე დაიკიდეს ყველაფერი. ეს არის ამათი სახე“,- განაცხადა ლევან სამუშიამ.

ამავე პარტიის კიდევ ერთი ლიდერის ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, მერიის ბიუჯეტი, რომელიც ავარიული შენობების ჩანაცვლებისთვისაა გამოყოფილი, უფრო ნაკლებია, ვიდრე თბილისის მერის, კახა კალაძის პიარისთვის დახარჯული ფული.

„მინდა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ სახელით მივუსამძიმრო დაღუპულთა ოჯახებს და დაშვებულებს გამოჯანმრთელება ვუსურვო. ივანიშვილის რუსული რეჟიმის, თბილისის მერის კახი კალაძისა და სხვა მაღალჩინოსნების უპასუხისმგებლობას, არაკომპეტენტურობასა და გულგრილობას გუშინ 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

ცოტა ხნის წინ დადიანის ქუჩაზე ჩამოინგრა კიდევ ერთი შენობა და მაშინ მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეს ყოფილიყო გარკვეული მინიშნება თბილისის მერიისთვის და მათ გარკვეული რეაგირება და პრევენცია მოეხდინათ, მათ არაფერი არ იღონეს და სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს, რაც ადამიანებს სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. თბილისში 10 000 მეტი ავარიული შენობაა და მოქალაქეები სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში ცხოვრობენ და ნაცვლად იმისა, რომ მერია ბიუჯეტს ზრდიდეს, ყოველწლიურად მცირდება. 2025 წელს მხოლოდ 10 მილიონი ლარია გამოყოფილი, ამ მხრივ. გვჭირდება მერია, რომელიც მოქალაქეების ჯანმრთელობაზე იზრუნებს, ნაცვლად ამისა, ისინი მილიონობით ლარს პარტიული აქტივის დასაქმებისთვის ხარჯავენ. ის თანხაც კი, რომელიც კახა კალაძის პიარისთვის ბოლო 2 წლის განმავლობაში არის დახარჯული, გაცილებით მეტია, ვიდრე 10 000 ავარიული კორპუსის ჩანაცვლებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი“, - განაცხადა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

ცნობისთვის, ცნობისთვის, 14 ივლისს, საღამოს „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო პირი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული.

ასევე, მომხდარიდან მალევე, საცხოვრებელი კორპუსის მცხოვრებთა გასახლებაც დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები