ადვოკატი - გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება - სავარაუდოდ, აქვს ტვინის შერყევაც, რადგან აღიზიანებს მკვეთრი შუქი, აღენიშნება თავის ტკივილი, ღებინების შეგრძნება, შენელებული აქვს მოტორიკა, მათ შორის საუბრის დროს

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, ლევან მახარაშვილის განცხადებით, ციხეში ბაჩიაშვილის ცემის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართეს.

ადვოკატის განმარტებით, პროკურატურაში გამოძიების დაწყების შემთხვევაში, გიორგი ბაჩიაშვილი მზად არის, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და სრული, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს.

ლევან მახარაშვილმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ გიორგი ბაჩიაშვილი ეტლით გადაადგილდება.

„მიყენებული დაზიანებების შემდეგ, მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს, შესაბამისად, ეტლით გადაადგილდება. სავარაუდოდ, მას ტვინის შერყევა აქვს, ვინაიდან მოტორიკა აქვს შენელებული, მათ შორის საუბრის დროს. ამას გარდა, მაგალითად, აღიზიანებს მკვეთრი შუქი, როგორც თავად განმარტა და აქვს თავის ტკივილები, ღებინების შეგრძნება. ეს ყველაფერი მას განუვითარდა გონების დაკარგვიდან ძალიან ხანმოკლე პერიოდში. მას არაერთი დაზიანების კვალი აღენიშნება, კერძოდ, სისხლჩაქცევების სახით. თავზე მას ჰქონდა სპეციალური სამედიცინო ბინტით გადახვევა გაკეთებული, მაგრამ როგორც გასაუბრებისას განმარტა, რამდენიმე ადგილზე ნაკერები აქვს. უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას და მოვითხოვეთ, რომ გამოძიება ჩაატაროს სწორედ პროკურატურამ, ვინაიდან მოგეხსენებათ, სპეციალური საგამოძიებო სამსახური აღარ არსებობს, გაუქმებულია. ამ საქმეში, გიორგის განცხადებაში ფიგურირებს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი, ასევე, ერთ-ერთი თანამშრომელი. შესაბამისად, იმისთვის, რომ ობიექტურად გამოვლინდეს ყველა დეტალი, მიგვაჩნია, რომ ნეიტრალურმა საგამოძიებო სტრუქტურამ უნდა აწარმოოს ეს გამოძიება, ამ შემთხვევაში, ეს არის პროკურატურა. ის მზად არის, პროკურატურაში გამოძიების დაწყების შემთხვევაში, ითანამშრომლოს გამოძიებასთან და სრული, ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს“, - განაცხადა მახარაშვილმა „ტვ პირველთან“ საუბარში.

ინფორმაციისთვის, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა. როგორც გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, მასზე ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს