გივი მიქანაძე - ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - თითოეულ აბიტურიენტსა თუ პედაგოგს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და პოტენციალი გამოავლინოს

ქვეყნის მასშტაბით საგამოცდო პროცესი შესაბამისი სტანდარტების დაცვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს - ყველა ჩართული მხარე მობილიზებულია და უზრუნველყოფილია ისეთი გარემო, სადაც გამოცდაზე მისულ თითოეულ აბიტურიენტსა თუ პედაგოგს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი ცოდნა და პოტენციალი გამოავლინოს, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს საყოველთაოდ მნიშვნელოვანი პროცესია.

„ეს საყოველთაოდ მნიშვნელოვანი პროცესია. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, გამოცდაზე მოსული თითოეული აბიტურიენტი და პედაგოგი წავახალისოთ, გავამხნეოთ, ვაჩვენოთ, რომ ჩვენ მათ ვგულშემატკივრობთ.

აბიტურიენტების, პედაგოგებისა და ყველა გამოსაცდელის წარმატება თითოეული ჩვენგანისა და ჩვენი ქვეყნის წარმატებაა. საბოლოოდ, ეს ჩვენი ქვეყნის პროგრესზე, დინამიკასა და წინსვლაზე აისახება. სწორედ ამიტომ, საგამოცდო პროცესის მშვიდ გარემოში გამართულად მიმდინარეობაზე, ყოველთვის განსაკუთრებულ აქცენტს ვაკეთებთ“, - განაცხადა მიქანაძემ.

განათლების სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 15 ივლისს აბიტურიენტები გეოგრაფიის გამოცდას აბარებენ.

„გამოცდები ასევე ტარდება მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთათვისაც.

შეგახსენებთ, რომ გამოცდები 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყო. მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილია 24 საგამოცდო ცენტრი. პროცესი ყველგან შეუფერხებლად მიმდინარეობს.

გამოსაცდელებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გახსნილი საგამოცდო ცენტრები ემსახურება. წელს გამოცდებზე დარეგისტრირებულია 80 000-მდე გამოსაცდელი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს