ნატალი ლუაზო - ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს

ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე ან ისრაელზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო X-ის საკუთარ გვერდზე წერს.

ლუაზო თავისი განცხადებით “რადიო თავისუფლების” ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომ საქართველოს შესახებ ევროკავშრის საგარეო საქმეთა მინისტრების საუბარი დაუსრულდა და “კონკრეტული გადაწყვეტილება არ არის”.

“ევროპელმა საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოზე ან ისრაელზე გადაწყვეტილება ვერ მიიღეს. მინისტრების პარალიზება ეწინააღმდეგება ევროპარლამენტის არაერთ მოთხოვნას. იმის მიუხედავად, რომ აქ უმრავლესობის მიღწევა მარტივი არ არის, ამას ვახერხებთ ხოლმე”, - წერს ლუაზო.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს