დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გზაშია

დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის განკუთვნილი Patriot-ის სისტემის რაკეტები უკვე გზაშია.

„ისინი [რაკეტები] უკვე იგზავნება. ისინი გერმანიიდან მიდის, შემდეგ კი გერმანია მათ ანაცვლებს“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, Patriot-ის სისტემის რაკეტების სანაცვლოდ „აშშ თანხას სრულად მიიღებს“.

„ჩვენ ნატო სრულად გადაგვიხდის. ზოგიერთ შემთხვევაში კი, თანხას ევროკავშირის ქვეყნები პირდაპირ გადაგვიხდიან. ჩვენს ფულს სრულად ვიბრუნებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინისთვის რაკეტების გაგზავნის შესახებ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან საუბარი არ ჰქონია.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო