ღაზაში, ჰუმანიტარული დახმარების პუნქტთან მომხდარი ჭყლეტის შედეგად 20 ადამიანი დაიღუპა

ღაზას სექტორში, ხან იუნისში მომხდარი ინციდენტის შედეგად სულ მცირე 20 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას მედია საშუალებები ღაზას ჰუმანიტარულ ფონდზე დაყრდნობით ავრცელებენ.

ისრაელის მიერ მხარდაჭერილი ლოჯისტიკური ჯგუფი, რომელიც ღაზაში დახმარების შესატანად აშშ-ის კერძო დაცვისა და ლოჯისტიკურ კომპანიებს იყენებს, აცხადებს, რომ 19 ადამიანი ჭყლეტის შედეგად დაიღუპა, ერთი კი ცივი იარაღით დაჭრის შედეგად.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ინციდენტი ხალხში მყოფი აგიტატორების მიერ ორგანიზებულმა ქაოტურმა ტალღამ გამოიწვია.

პალესტინის ჯანდაცვის წარმომადგენლებმა Reuters-ს განუცხადეს, რომ ადგილზე სულ მცირე 20 ადამიანი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა. ერთ-ერთი ექიმის განმარტებით, პატარა სივრცეში ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა.

პალესტინის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის დირექტორმა, ამჯად ალ-შავამ მომხდარის გამო ღაზას ჰუმანიტარული ფონდი არასწორ მენეჯმენტში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ უკონტროლობამ და ჰუმანიტარული პრინციპების დაცვის უგულებელყოფამ ქაოსი და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი გამოიწვია.

გაერო-ს ადამიანის უფლებათა ოფისმა სამშაბათს განაცხადა, რომ ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში ღაზაში, ღაზას ჰუმანიტარული ფონდის მიერ მართულ დახმარების პუნქტებსა და დახმარების სხვა ჯგუფების, მათ შორის გაერო-ს მიერ მართულ კოლონებზე, გარდაცვალების სულ მცირე 875 შემთხვევა დაფიქსირდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ