სირიის პრეზიდენტი - ომის არ გვეშინია, მთელი ცხოვრება გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ჩვენს ხალხს ვიცავთ, მაგრამ სირიელების ინტერესები ქაოსსა და ნგრევაზე წინ დავაყენეთ - დრუზების უფლებების დაცვა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს

დრუზების უფლებების დაცვა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს, - ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა.

სირიის პრეზიდენტის, აჰმედ ალ-შარაას განცხადებით, სირიის პრეზიდენტის სასახლესა და ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე განხორციელებული საჰაერო დარტყმებით „ისრაელმა მიზანში სამოქალაქო და სამთავრობო ობიექტები ამოიღო“.

„ჩვენ ომის არ გვეშინია. მთელი ცხოვრება გამოწვევების წინაშე ვდგავართ და ჩვენს ხალხს ვიცავთ, მაგრამ სირიელების ინტერესები ქაოსსა და ნგრევაზე წინ დავაყენეთ“, - განაცხადა აჰმედ ალ-შარაამ.

მისი თქმით, ისრაელის საჰაერო იერიშებმა „სიტუაციის ესკალაცია გამოიწვია“.

„ამერიკულმა, არაბულმა და თურქულმა ეფექტურმა შუამავლობამ რეგიონი გაურკვეველი ბედისწერისგან იხსნა“, - აღნიშნა სირიის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ „აშშ ყველა მხარესთან ჩაერთო და დრუზების ქალაქ სუვეიდაში საბრძოლო მოქმედებები მალე შეწყდებოდა“. სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრო „კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარების“ მიზნით აშშ-ის ძალისხმევას მისალმა. ამასთან, სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანას“ ცნობით, სირიის ჯარებმა სუვეიდადან გასვლა დაიწყეს.

სირიის ომის მონიტორის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ქალაქ სუვეიდასა და მის შემოგარენში დრუზების მებრძოლებს, მთავრობის უსაფრთხოების ძალებსა და ბედუინთა ტომების წევრებს შორის დაპირისპირების შედეგად, 350-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ