პოლონეთის სასაზღვრო სამსახური - პოლონეთმა უსაფრთხოების მიზნით საქართველოს 27 და მოლდოვის 13 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა

პოლონეთმა უსაფრთხოების მიზნით საქართველოს 27 და მოლდოვის 13 მოქალაქის დეპორტაცია განახორციელა, - ამის შესახებ ინფორმაციას პოლონეთის სასაზღვრო სამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს.

პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის განცხადებით, საქართველოსა და მოლდოვის 40 მოქალაქის დეპორტაცია ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-თან თანამშრომლობით განხორციელდა.

საქართველოსა და მოლდოვის მოქალაქეების დეპორტაცია 15 ივლისს, პოლონეთის ქალაქ რადომიდან თვითმფრინავით მოხდა.

უწყების განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს 20 და მოლდოვის 9 მოქალაქის დეპორტაცია ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით განხორციელდა.

ასევე, პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის ცნობით, ერთ-ერთი პოლონეთიდან დეპორტირებული ქართველი ქურდობისთვის 12-ჯერ არის ნასამართლევი.

„ნაწილი ალკოჰოლის ან ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვისას და პოლონეთში არალეგალურად ყოფნისთვის დააკავეს. ასევე, დეპორტირებულებს შორის არიან ისინი, რომლებმაც სხვა უცხოელებს არალეგალურად საზღვრის გადაკვეთაში ხელი შეუწყვეს“, - ნათქვამია განცხადებაში.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პოლონეთის სასაზღვრო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა