რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ისრაელის საჰაერო თავდასხმებს გმობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ისრაელის საჰაერო თავდასხმებს გმობს. მათი თქმით, ისრაელის ქმედებები ქვეყნის სუვერენიტეტსა და საერთაშორისო სამართალს არღვევს.

„სირიაში ძალადობის ახალი ტალღა ღრმად შემაშფოთებელია. რუსულმა მხარემ არაერთხელ დაგმო ისრაელის მიერ ძალის თვითნებური გამოყენება სირიაში. ეს თავდასხმები, რომლებიც ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, მკაცრად დაგმობას იმსახურებს“, - აცხადებენ სამინისტროში.

ცნობისთვის, ისრაელმა ოთხშაბათს დამასკოში ძლიერი საჰაერო დარტყმები განახორციელა, ააფეთქა თავდაცვის სამინისტროს ნაწილი და პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე ტერიტორია. ამასთან, ისრაელმა პირობა დადო, რომ გაანადგურებს სამთავრობო ძალებს, რომლებიც სამხრეთ სირიაში რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს, დრუზებს ესხმიან თავს, თუ ისინი სუვეიდას პროვინციას არ დატოვებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ