ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის წინააღდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს მწვანე შუქი აენთო

შესანიშნავი ახალი ამბავი - ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს მწვანე შუქი აენთო, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ამით ევროპა ახორციელებს სასანქციო დარტყმას, რომლის უგულვებელყოფაც რუსეთს არ შეუძლია და სანქციების სამიზნე რუსეთის ომის ეკონომიკის გულია.

„ჩრდილოვანი ფლოტის 100-ზე მეტ გემზე, 22 რუსულ ბანკზე დამატებითი სანქციებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისა და 2-ის აკრძალვით და ნავთობის ფასების ლიმიტის შემცირებით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ რუსეთმა გააგრძელოს სისხლიანი ფულის ამოწურვის გზა“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.

მისი თქმით, ევროკავშირის შემდეგ შეერთებული შტატების დროა.

„ევროკავშირმა გზა გაკვალა. ახლა იდეალური ქარიშხლის დროა - აშშ-ის სენატმა კენჭი უყაროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს, რომელიც დამანგრეველ ტვირთს აკისრებს რუსეთის ეკონომიკას და მათ, ვინც რუსეთის აგრესიულ ომს კვებავს“, - წერს კიასტუტის ბუდრისი.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა