ურსულა ფონ დერ ლაიენი - მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას - ეს ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს

მივესალმები რუსეთის წინააღმდეგ ჩვენი სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას, დარტყმას ვაყენებთ რუსეთის ომის მანქანის გულს, - ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, სანქციების სამიზნეს წარმოადგენს რუსეთის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორები და ნავთობის ფასები.

„მიზანში ვიღებთ მის საბანკო, ენერგეტიკულ და სამხედრო-სამრეწველო სექტორებს და ნავთობის ფასების ახალ დინამიურ ზედა ზღვარს. ეს ზეწოლა გაგრძელდება მანამ, სანამ პუტინი ამ ომს არ დაასრულებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

შეგახსენებთ, ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწიეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს