ადვოკატმა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერების - მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატმა არჩილ ჭავჭანიძემ, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ხაზარაძისა და ჯაფარიძის დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმე ეხება პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმას.

როგორც ადვოკატმა განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ მოლოდინი სააპელაციო სასამართლოს მიმართ მინიმალურია, ისინი ყველა სამართლებრივ გზას გამოიყენებენ, მათ შორის მიმართავენ სტრასბურგის სასამართლოსაც.

„გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ დადგმა, წარმოადგენს კლასიკურ მაგალითს პოლიტიკური დევნის, ვინაიდან მსჯავრდებისთვის აუცილებელია მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც პირის ბრალეულ ქმედებას დაადასტურებს. აღნიშნულ საქმეში ართუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ერთი პირდაპირი მტკიცებულებაც არ მოიძებნა, რომელიც დაადასტურებდა მათ ბრალეულობას. შესაბამისად, ჩვენ სააპელაციო საჩივრით ვითხოვთ, რომ გაუქმდეს მოსამართლის საოქმო განჩინება, რადგან დაცვის მხარეს უარი გვეთქვა პირების დაკითხვასთან დაკავშირებით, რომ თანაბარ პირობებში მოგვეხდინა მტკიცებულებების გამოკვლევა. ასევე ვითხოვთ, რომ უდანაშაულოდ იყვნენ ცნობილნი მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.

მოლოდინი სამართლებრივი თვალსაზრისით ნაკლები გვაქვს, ვინაიდან საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან, ჩვენ დაველოდებით ყველა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რათა სტრასბურგის სასამართლოს მივმართოთ. სტრასბურგის სასამართლოს მოუწევს იმსჯელოს სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევასთან დაკავშირებით“, - განაცხადა არჩილ ჭავჭანიძემ.

ცნობისთვის, „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე სასამართლომ 23 ივნისს, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, მათ 8-8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. ამასთან, აეკრძალათ თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე