ვოლოდიმირ ზელენსკი - საფრანგეთი Mirage-ის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის კიდევ უფრო მეტ უკრაინელ პილოტს გაწვრთნის

უკრაინის და საფრანგეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ემანუელ მაკრონმა დღეს გამართული სატელეფონო საუბრის დროს საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდება, ჩამჭრელი დრონების სისტემების დაფინანსება და უკრაინელი პილოტების Mirage-ის მოიერიშე თვითმფრინავებზე წვრთნის საკითხები განიხილეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დაახლოებით ერთსაათიანი საუბრის დროს განხილულ საკითხებს შორის იყო ფრონტზე არსებული ვითარება და უკრაინის პრიორიტეტული თავდაცვის საჭიროებები, მათ შორის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, კერძოდ, SAMP/T სისტემებისთვის რაკეტების მიწოდება და დრონების ჩამჭრელი სისტემების დაფინანსება.

„მოვამზადებთ ერთობლივ გადაწყვეტილებებს საფრანგეთთან და პარტნიორებთან ერთად თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, რუსეთის თავდასხმებისგან ჩვენი ხალხის სიცოცხლის დასაცავად ახალი ნაბიჯების შესახებ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საფრანგეთი მზადაა, Mirage-ის მოიერიშე თვითმფრინავებისთვის უკრაინელი პილოტების გარკვეული დამატებითი რაოდენობა გაწვრთნას.

„ცალკე მინდა აღვნიშნო ჩვენი შეთანხმება Mirage-ების პილოტების მომზადებასთან დაკავშირებით: საფრანგეთი მზადაა მიიღოს დამატებითი პილოტები წვრთნებისთვის“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!