ნიკოლ ფაშინიანი საზოგადოებას მოუწოდებს, მზად იყვნენ იმისთვის, რომ საპატრიარქო სომეხთა კათოლიკოს გარეგინისგან გაათავისუფლონ

სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საზოგადოებას მოუწოდებს, მზად იყვნენ იმისთვის, რომ საპატრიარქო სომეხთა კათოლიკოს გარეგინ მეორესგან გაათავისუფლონ.

მისი განცხადებით, Astronomer-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც ცოლის ღალატში გამოიჭირეს, თანამდებობა დატოვა, რადგან, კომპანია Astronomer-ის კონცეფციის თანახმად, ოჯახური ღირებულებები ფუნდამენტურია.

„სომხური სამოციქულო ეკლესიის სწავლების თანახმად, სასულიერი პირი, რომელმაც დაუქორწინებლობის აღთქმა დადო, ეკლესიაზე ქორწინდება და სხვა პირადი ურთიერთობების უფლება არ აქვს. კტრიჩ ნერსისიანმა, რომელმაც დაარღვია ეკლესიისთვის მიცემული ქორწინების აღთქმა, დღემდე არ დატოვა საპატრიარქო საკანი, რითაც შეურაცხყო ჩვენი უწმინდესი სალოცავი - დედა საკათედრო ტაძარი. ამით კტრიჩ ნერსისიანი მოგვიწოდებს ჩვენ, სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ერთგულ მიმდევრებს, გავათავისუფლოთ საპატრიარქო მისგან. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ. მოემზადეთ“, - წერს ნიკოლ ფაშინიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!