ღაზას ჯანდაცვის სამინისტრო - ისრაელის ძალებმა ღაზაში 67 პალესტინელი მოკლეს, რომლებიც ჰუმანიტარულ დახმარების მიღებას ცდილობდნენ

ისრაელის თავდაცვის ძალების სამხედროებმა ღაზას ჩრდილოეთ ნაწილში გაერო-ს დახმარების სატვირთო მანქანების მოლოდინში მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, 67 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას ღაზას სექტორის „ჰამასის“ მიერ მართული ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გაერო-ს მსოფლიო სასურსათო პროგრამამ განაცხადა, რომ, ისრაელიდან გადასვლისა და საკონტროლო პუნქტების გავლის შემდეგ მალევე, მის 25 სატვირთო მანქანისგან შემდგარ კოლონას „მშიერი მშვიდობიანი მოსახლეობის უზარმაზარ ბრბო დახვდა, რომლებიც სროლის ქვეშ აღმოჩნდნენ“.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა (IDF) განაცხადეს, რომ მათ საფრთხის აღმოსაფხვრელად გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს.

მაისის ბოლოდან თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია საკვების მოპოვების მცდელობისას პალესტინელების დაღუპვის შესახებ. ღაზას სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შაბათს ღაზას სამხრეთით, ორ ჰუმანიტარულ პუნქტთან ახლოს ისრაელის მიერ განხორციელებული სროლის შედეგად, სულ მცირე 32 ადამიანი დაიღუპა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ