BTU-ში საერთაშორისო AI ჰაკათონი ქალებისთვის დასრულდა - გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული გუნდი

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU), iamtheCODE AI Institute-თან პარტნიორობით, წარმატებით დასრულდა ქალებისა და გოგოებისთვის გამართული საერთაშორისო ჰაკათონი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით. სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში ჟიურიმ 5 გამარჯვებული გუნდი გამოავლინა.

ჰაკათონი მიზნად ისახავდა ახალგაზრდა ქალების გაძლიერებას ტექნოლოგიების სფეროში და მათთვის ინოვაციური შესაძლებლობების შექმნას. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო დაახლოებით 100-მა ახალგაზრდა ქალმა, რომლებიც სამი დღის განმავლობაში რეალურ პრობლემებზე მუშაობდნენ და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) მიღწევის გზებზე ფიქრობდნენ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით.

ჰაკათონის მხარდამჭერი: UN Women Georgia და მიკრობანკი “კრისტალი”.

გამარჯვებული გუნდებისთვის გათვალისწინებული საგრანტო და პროფესიული შესაძლებლობები მოიცავს:

  • 12-კვირიან მენტორულ პროგრამას iamtheCODE გლობალური ქსელისგან;
  • წვდომას პრემიუმ AI კურსებზე iamtheCODE-ის პლატფორმაზე;
  • 1,000 ლარის ღირებულების საგრანტო ვაუჩერს იდეის შემდგომი განვითარებისათვის;
  • გამარჯვებული პროექტების პრეზენტაციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე, ნიუ-იორკში.

BTU-ს რექტორის, ნინო ენუქიძის განცხადებით, ჰაკათონის მიზანი არა მხოლოდ ტექნიკური კომპეტენციების განვითარება, არამედ გლობალურ ცვლილებებში ქალთა ჩართულობის გაძლიერებაა.

„BTU-ში წარმატებით დასრულდა 3-დღიანი ჰაკათონი, რომელიც iamtheCODE AI Institute-ის მხარდაჭერით გაიმართა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამარჯვებული გუნდები თავიანთ პროექტებს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე წარადგენენ. ეს შესაძლებლობა საშუალებას მისცემს მონაწილეებს, ხმამაღლა ისაუბრონ AI-ს როლზე გლობალურ პრობლემებთან ბრძოლაში. მით უფრო, რომ წელს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების 10 წლის იუბილეა და სწორედ BTU იქნება ერთ-ერთი პირველი, ვინც ამ კონტექსტში ხელოვნური ინტელექტის როლს გაუზიარებს მსოფლიოს,“ - განაცხადა ნინო ენუქიძემ.

ჰაკათონი გლობალური ინიციატივის ნაწილია, რომლის მიზანია AI და STEAMED განათლებაზე ქალებისა და გოგოების წვდომის გაზრდა. ლედი მარიემ ჟამმემ - iamtheCODE დამფუძნებელმა აღნიშნა:

„ჰაკათონის თემატიკა: AI და გაეროს 17 გამოწვევა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან ის გენდერული თანასწორობის ჭრილში განიხილება. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი უდიდეს საქმეს აკეთებს რეგიონში და ნამდვილად გვეამაყება ჩვენი პარტნიორობა BTU-სთან.“

ჰაკათონის მონაწილე გუნდების 10% ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული ქალები იყვნენ.

ჰაკათონის ფარგლებში მონაწილეების წინაშე სიტყვით გამოვიდნენ შემდეგი სპიკერები:

  • ბატონი იშიძუკა ჰიდეკი, საქართველოში იაპონიის ელჩი;
  • თამარ საბედაშვილი, UN Women Georgia Deputy Country Representative;
  • გაბრიელა ლოუ, Representative of UNHCR;
  • დიდიე თრებაქ, the UN Resident Coordinator;
  • თრიშ ბარიჯი, VP Customer Success, Skillsoft.

გაგაცნობთ ჟიურის წევრებსა და მენტორებს.

ჟიურის წევრები:

  • ბუშან სეტიPartner, PwC US Consulting | Adjunct Professor, NYU Stern School of Business;
  • ნათია ქუხილავა – Chief Technology Officer (CTO), Helio.AI;
  • გიგი გიორგაძე – CEO and Co-Founder | AI Association of Georgia;
  • მაია ქობალია - Head of Environmental and Social ( E&S ) Development at the Microbank Crystal;
  • რატი სხირტლაძე – Founder and Director, Data Analysis Laboratory;
  • თემურ ჩიჩუა – Tech Lead at Fundbox;
  • ვიქტორ ჰარუო – Head of Ecosystem & Social Impact at DIO | Ph.D. Researcher;
  • როზელინ შამბრიე – Founder & CEO, Onze Capital | Infrastructure Leader | Education Advocate;
  • ოლივიე ულიე – Co-Founder & CEO, Inclusive Brains | Chief AI Scientist, Biotech Dental Group | Former President, Emotiv;
  • ეშლი ტანი – Global Head of Sustainability & Social Impact, AWS | WEF Young Global Leader;

მენტორები:

  • მართა მელია – Data Scientist | Data Analysts Team Leader;
  • მონიკა რამოს ლი – COO & Co-Founder at Musa;
  • გიორგი ბუკია – CPO & Co-Founder at Starlive and Sportflow;
  • ლაშა შარიქაძე – CEO at Digital Settings | Startup Founder | Innovation Advocate;
  • თაზო ლეჟავა – CEO & Co-Founder, Quissly | AI Strategist | Former Quant at BlackRock;
  • ჯულია შავკაციშვილი – MLOps Engineer | Big Data & ML Infrastructure Specialist | Cloud & Scalable Systems Enthusiast;
  • მარიამ ლეკვეიშვილი – Innovations manager;
  • ერეკლე მოდებაძე – Founder, Botu | Head of Artificial Intelligence & Data, Supernova (Pulsar AI Georgia);
  • ლუკა ბაკლაგა – Scientific Researcher | Co-Founder, MycoFounder & E-Flow, Winner of BTU AI hackathons and ideathons;
  • აკაკი კურცხალია – Founder & CEO, LakLaka AI · AI Lecturer, Academy of Digital Industries;
  • ლიზა ყურაშვილი – Data Scientist at Bank of Georgia | Economics Student at ISET | AI in Finance Enthusiast;
  • კლაივ ნიაოვო – Business Intelligence Specialist | Team Leader | Community Supporter.
  • თი განბოლდ - Co-Founder & CEO, FrontierOne| Sovereign AI Infrastructure | IMAGINE Young Innovator;
  • შარლოტ კანდოლფი - Entrepreneur.

(R)

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს