დევიდ ლემი - თუ უახლოესი კვირების განმავლობაში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა არ მოხდება, ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი ზომების მიღებას განვიხილავთ

თუ უახლოესი კვირების განმავლობაში ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა არ მოხდება, მაშინ ისრაელის წინააღმდეგ შემდგომი ზომების მიღებას განვიხილავთ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ განაცხადა.

„თუ ცეცხლის შეწყვეტას ვერ ვიხილავთ, მაშინ უახლოეს კვირებში პარტნიორებთან ერთად სხვა ნაბიჯებს განვიხილავთ“, - განაცხადა დევიდ ლემიმ.

დევიდ ლემიმ იმედი გამოთქვა, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა აგვისტოში მოხდება.

შეგახსენებთ, გუშინ დევიდ ლემიმ 24 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად ღაზაში ომის დასრულების მოწოდებით ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

„2023 წლის 7 ოქტომბერს „ჰამასის“ მიერ ტყვედ აყვანილი მძევლები საშინლად იტანჯებიან. ჩვენი მოწოდება მათი უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლებაა. მოვუწოდებთ მხარეებსა და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ დაუყოვნებლივი, უპირობო და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის გზით ამ საშინელი კონფლიქტის დასასრულებლად ერთად იმუშაონ“, - ნათქვამია განცხადებაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ