სახელმწიფომ თბილისის მერიას გლდანის რაიონში მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელსაც ინფრასტრუქტურულად განავითარებს

ცენტრალურმა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტს თიანეთის გზატკეცილზე მდებარე მიწის ნაკვეთი გადასცა, რომელსაც სამომავლოდ განავითარებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, მიწის ნაკვეთი წინა ხელისუფლების დროს 20 წლის ვადით გასხვისდა და დღეს იქ მძიმე მდგომარეობაა. ამასთან, აღნიშნა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშო კომპლექსი, რომელიც მთლიანად რეაბილიტირდება, თავისი ახალი საფარით, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, გასახდელებით, საშხაპეებით და ა.შ.

„ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების არსებობას დედაქალაქში. ყველა მსგავსი ტიპის პროექტის განხორციელების დროს გათვალისწინებულია სპორტული არეალების მოწყობა, რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ძალიან მნიშვნელოვანია. წლების წინ, 2012 წლამდე იყო ძალიან მავნე პრაქტიკა, როდესაც სპორტულ მოედნებს ასხვისებდნენ და იქ საცხოვრებელ კორპუსებს აშენებდნენ. ასევე, ხდებოდა პარკების და სკვერების გასხვისება, რაც ძალიან მძიმეა. ჩვენ დამოკიდებულება აბსოლუტურად შევცვალეთ. ქალაქი ვითარდება. მშენებლობები მიმდინარეობს, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება ურბანულად სწორად და არა სპორტული მოედნებისა და მწვანე სივრცეების ხარჯზე.

სახელმწიფომ რამდენიმე დღის წინ მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადმოსცა გლდანში, თიანეთის გზატკეცილის N37ა-ში მდებარე 23 789 კვ.მ მიწის ნაკვეთი. გლდანში მცხოვრებ მოსახლეობას კარგად ეცოდინება ე.წ. ამერის სტადიონი, სადაც ადრე ორი სპორტული მოედანი იყო. 2004 წელს, წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული ტერიტორია 20 წლის ვადით გადაეცა კერძო მესაკუთრეს და მას მოვლა-პატრონობისა და განვითარების არანაირი ვალდებულება არ ჰქონია. დღეს იქ ძალიან მძიმე მდგომარეობაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ამასთან, დედაქალაქის მერმა ცენტრალურ ხელისუფლებას მადლობა გადაუხადა აღნიშნული ტერიტორიის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემისთვის.

„პირველ რიგში, მინდა, ცენტრალურ ხელისუფლებას, სპორტის სამინისტროს, მინისტრ შალვა გოგოლაძეს მადლობა გადავუხადო, რომ აღნიშნული ინფრასტრუქტურა მერიას გადმოეცა. ჩვენ გლდანის მოსახლეობას ვპირდებით, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო სავარჯიშო კომპლექსი, რომელიც მთლიანად რეაბილიტირდება, თავისი ახალი საფარით, შესაბამისი ინფრასტრუქტურით, გასახდელებით, საშხაპეებით და ა.შ. ტერიტორია მთლიანად გამწვანდება და განახლდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები