Reuters - ტაილანდმა კამბოჯაში სამხედრო ობიექტები დაბომბა

ტაილანდმა კამბოჯაში სამხედრო ობიექტები დაბომბა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ტაილანდის შეიარაღებული ძალების ცნობით, საჰაერო ძალებმა F-16-ის ტიპის გამანადგურებლებით საზღვრის სადავო მონაკვეთის გასწვრივ მდებარე კამბოჯის სამხედრო სამიზნე ობიექტები გაანადგურა.

„გეგმის მიხედვით, სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ საჰაერო ძალები გამოვიყენეთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს ტაილანდის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერის მოადგილემ, რიჩა სუქსუვანონმა.

შეგახსენებთ, დღეს ტაილანდისა და კამბოჯის სამხედროებმა საზღვრის სადავო მონაკვეთზე ერთმანეთს ცეცხლი გაუხსნეს. შეტაკებების დაწყებაში ორივე ქვეყანა ერთმანეთს ადანაშაულებს.

შეტაკებების დაწყების შემდეგ ტაილანდმა კამბოჯასთან საზღვარი დახურა. ასევე, ტაილანდის არმიის ცნობით, კამბოჯიდან იერიშების შედეგად საზღვრის გასწვრივ მდებარე პროვინციებში ტაილანდის ცხრა მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

კამბოჯის პრემიერ-მინისტრმა, ჰუნ მანეტმა განვითარებული მოვლენების ფონზე გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა მოითხოვა და ტაილანდი „არაპროვოცირებულ და წინასწარ განზრახულ თავდასხმაში“ დაადანაშაულა.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა