BBC, Reuters, Associated Press და „ფრანს-პრესი“ - ღაზაში ჟურნალისტებს შიმშილის საფრთხე ემუქრებათ

ღაზაში ჟურნალისტებს შიმშილის საფრთხე ემუქრებათ, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ოთხი წამყვანი საინფორმაციო სააგენტო, BBC, Reuters, Associated Press და „ფრანს-პრესი“ ავრცელებს.

„ღაზაში მყოფი ჩვენი ჟურნალისტების გამო შეშფოთებულები ვართ, რომლებიც საკუთარი თავისა და ოჯახების გამოკვებას ვერ ახერხებენ. ეს დამოუკიდებელი ჟურნალისტები იმავე მძიმე ვითარების წინაშე დგანან, როგორშიც ის ადამიანები არიან, რომლებსაც ისინი აშუქებენ“, - ნათქვამია განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტოები ისრაელის ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ღაზაში ჟურნალისტების შესვლა დაუშვას.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ისრაელის ხელისუფლებას, რომ ღაზაში ჟურნალისტების შესვლა და ღაზადან მათი გამოსვლა დაუშვას. აუცილებელია, რომ იქ მყოფ ადამიანებამდე საკმარისმა საკვებმა მიაღწიოს“, - აღნიშნულია განცხადებაში

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ