კიევზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის რვა მცხოვრები, მათ შორის სამი წლის ბავშვი დაშავდა

კიევზე რუსეთის მიერ ღამით განხორციელებული საჰაერო თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის რვა მცხოვრები, მათ შორის სამი წლის ბავშვი დაშავდა, - ინფორმაციას Reuters უკრაინულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს განცხადებით, შუაღამის შემდეგ მომხდარი თავდასხმის შედეგად დაშავებულთაგან ოთხი ჰოსპიტალიზებულია, მათგან ერთი მძიმე მდგომარეობაშია.

რუსული სარაკეტო და დრონებით თავდასხმების შესახებ გაფრთხილების გამო დედაქალაქი კიევი და უკრაინის დიდი ნაწილი ღამით რამდენიმე საათის განმავლობაში საჰაერო თავდასხმის საფრთხის ქვეშ იმყოფებოდა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა