გურამ მაჭარაშვილი - საქართველოს მოქალაქეებს უნდა ამოეღოთ ჯიბიდან მილიარდ ნახევარი და ხაზარაძის ჯიბეში წასულიყო იმიტომ, რომ მან ანაკლიის პროექტი უბრალოდ ვერ განახორციელა - ეს არის მისი მიდგომა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაც ამაზე მეტყველებს

სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხაზარაძემ რეალურად ისეთი გეგმა შესთავაზა სახელმწიფოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, წაგება იქნებოდა თუ მოგება, მას ფული უნდა ჩაედო ჯიბეში,- ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მან იუსტიციის სამინისტროს განცხადება შეაფასა, რომლის თანახმად, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.

მაჭარაშვილის შეფასებით, მამუკა ხაზარაძემ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ვერცერთი პარტნიორი ვერ მოიზიდა, რაც თავისთავად მისი ბრალეულობა იყო.

„ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება მორიგ ჯერზე არის იმის დასტური, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვამბობდით - სამწუხაროდ, ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით ხაზარაძემ რეალურად ისეთი გეგმა შესთავაზა სახელმწიფოს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, წაგება იქნებოდა თუ მოგება, მას ფული უნდა ჩაედო ჯიბეში. თუ ანაკლიის პორტიდან წაგება იქნებოდა, სახელმწიფოდან უნდა ჩაედო ჯიბეში ფული. რა თქმა უნდა, ეს ბუნებრივად იყო მიუღებელი. ამის მიუხედავად,სახელმწიფომ მას არაერთხელ გადაუვადა პროექტის ვადები, თვითონ ხაზარაძემ რამდენჯერმე აღიარა, რომ ჰქონდა მოლაპარაკება ჩინელებთან,ირანელებთან, ამერიკელებთან, მაგრამ ვერცერთი პარტნიორი ვერ მოიზიდა, რაც თავისთავად მისი ბრალეულობა იყო. შემდგომ ის იკადრა, რომ სახელმწიფოს და თავის ხალხს მილიარდ ნახევარი მოსთხოვა. საქართველოს მოქალაქეებს უნდა ამოეღოთ ჯიბიდან ეს მილიარდ ნახევარი და ხაზარაძის ჯიბეში წასულიყო იმიტომ, რომ მან ეს პროექტი უბრალოდ ვერ განახორციელა. აი, ეს არის მისი მიდგომა ზოგადად, ქართული სახელმწიფოს მიმართ და ეს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ამაზე მეტყველებს ზუსტად, შეიტანა მოგებისთვის და არბიტრაჟმა უთხრა,რომ არამც თუ არ გეკუთვნის, არამედ აქეთ გაქვს გადასახდელი ბიუჯეტისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც გადააგდე, ეს არის რეალობა“,- განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის საქმეზე დავა ვაშინგტონის არბიტრაჟშიც წააგეს.

„ვაშინგტონის არბიტრაჟმა (მსოფლიო ბანკის საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრი - ICSID) ანაკლიის პორტის საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანა და საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. ამჯერად უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟის მიერ დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მთლიანად მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და საქართველოს მთავრობის მხრიდან რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია",- ნათქვამია განცხადებაში.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
BYD ოფიციალურად საქართველოს ბაზარზეა - „ჯითი გრუპმა“ თბილისში პირველი შოურუმი გახსნა
შპს „თბილისი მოლი“ განცხადებას ავრცელებს
Defending the Legacy: „დეფენდერი“ ყაზბეგის განძის კვალდაკვალ
მოემზადე ახალი სასაწავლო წლისთვის და ჩაერთე „სილქნეტის“ შეთავაზებაში
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
15 წელი ბიზნესთან ერთად: როგორ იქცა FINA ქართული ბიზნესის ყოველდღიურობად