ალექსანდრე ლუკაშენკო - რუსეთი ბელარუსის უსაფრთხოების გარანტია

რუსეთი ბელარუსის უსაფრთხოების გარანტია, - ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა.

„2020 წელს მტკიცედ რომ არ დავმდგარიყავით, ვიცით, რაც მოხდებოდა. ამ რთულ დროს რუსეთი რომ არ დაგვხმარებოდა, ძნელი წარმოსადგენია, რა იქნებოდა დღეს. ალბათ, უკვე ნატო-სთან პირისპირ ვიქნებოდით“, - განაცხადა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

ასევე, მისი თქმით, დონალდ ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე დაბრუნებით ვაშინგტონსა და მინსკს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა გაჩნდა.

„თქვენ იცით ტრამპის პრინციპი: „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“. შესაძლოა, ეს უკეთესია, ვიდრე „ლიბერალური მსოფლიო წესრიგი“, რომელიც ბაიდენის დროს იყოს. ამერიკელებთან ბოლო შეხვედრებმა აჩვენა, რომ ისინი მოსმენისთვის მზად არიან. ტრამპის დაბრუნებამ ურთიერთობების გაუმჯობესების შესაძლებლობა შექმნა“, - აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა