პაატა მანჯგალაძე - არ მესმის, რას ვერჩით ერთმანეთს: პაატა ბურჭულაძეს, ლევან ხაბეიშვილს, ან ვისაც 4 ოქტომბერი მიაჩნია სწორ თარიღად - არ მოგწონთ 4 ოქტომბერი? თქვენ თქვით უფრო ადრე თარიღი და იქაც მოვალთ

არ მესმის, რას ვერჩით ერთმანეთს: პაატა ბურჭულაძეს, ლევან ხაბეიშვილს, ან ვისაც 4 ოქტომბერი მიაჩნია სწორ თარიღად. არ მოგწონთ 4 ოქტომბერი? თქვენ თქვით უფრო ადრე თარიღი და იქაც მოვალთ,- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დაპირისპირებების დრო არ არის და ახლა ერთიანობაა საჭირო.

“მართლა არ მესმის, რას ვერჩით ერთმანეთს: პაატა ბურჭულაძეს, ლევან ხაბეიშვილს, ან ვისაც 4 ოქტომბერი მიაჩნია სწორ თარიღად. არ მოგწონთ 4 ოქტომბერი? თქვენ თქვით უფრო ადრე თარიღი და იქაც მოვალთ.

მაგრამ როგორ შეიძლება ასეთ დროს რაიმე აქტივობა, პროტესტი ან წინააღმდეგობა ზედმეტად მივიჩნიოთ?

კი, შედეგის პროგნოზირება რთულია მაგრამ ერთი რამ მარტივია: თუ ბევრნი ვიქნებით - უკეთესი შედეგი გვექნება, თუ ცოტანი - გაგვიჭირდება. თუ არ შევიკრიბებით - ყველაფერი ისე დარჩება როგორც არის. ამ გაუთავებელი დაპირისპირებების დრო არ არის. მთავარია ახლა ერთიანობა და ბრძოლა რეჟიმის წინააღმდეგ.

დროზე დავიწყოთ გიორგი ვაშაძის 8-პუნქტიანი გეგმის განხილვა. შევთანხმდეთ ამაზე და ეს გაუგებრობებიც დროებით მაინც მოვიშოროთ.

საქართველოს სჭირდება არა ჩვენი შიდა დაპირისპირება, არამედ ძალა, რომელიც ერთიანობით გაიმარჯვებს”,- პაატა მანჯგალაძემ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა