ირაკლი კობახიძე - ყველა შემთხვევაში კახა კალაძე არჩევნებს პირველ ტურში მოიგებს - ვფიქრობ, მისთვის 60%-ზე მაღალი შედეგიც აბსოლუტურად რეალურია

ყველა შემთხვევაში, პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს - ვფიქრობ, კახა კალაძისთვის 60%-ზე მაღალი შედეგიც აბსოლუტურად რეალურია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ 64-ვე მუნიციპალიტეტში როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს მოიგებს.

„ყველა შემთხვევაში პირველ ტურში მოიგებს კახა კალაძე თბილისის მერობის არჩევნებს და უფრო მეტიც, როგორც მიდის ახლა პროცესები, ვფიქრობ, კახა კალაძისთვის 60 პროცენტზე მაღალი შედეგიც აბსოლუტურად რეალურია. დანარჩენი გადამწყვეტი იქნება ხალხის ნება, თუმცა ყველა კვლევა აჩვენებს იმას, რომ ხალხის სიმპათიები არის სწორედ კახა კალაძის მხარეს.

ჩემი მიზანი იცით რაც არის: 64-ვე მუნიციპალიტეტში გვინდა, მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და ეს არის რეალურზე რეალური. მე დარწმუნებულიც ვარ, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა