შალვა პაპუაშვილი - ხაზარაძის და მისი პარტიის სახით უკვე გვყავს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული თაღლითები - ცდილობდნენ, მილიარდ ნახევარი დოლარი ხალხის ჯიბიდან ამოეღოთ და საკუთარ ჯიბეში ჩაედოთ და კიდევ ფიქრობენ, რომ პოლიტიკაში მათი ადგილი არის? არ არის

ხაზარაძის და მისი პარტიის სახით ჩვენ უკვე გვყავს საერთაშორისოდ სერტიფიცირებული თაღლითები,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის.

„ეს არის ის ერთადერთი დასკვნა, რაც ამ პერიპეტიებს მოჰყვა. რა საჭიროა ამაზე რეაქციები. გასაგებია, საზოგადოების რეაქცია რაც უნდა იყოს ამასთან დაკავშირებით, რომ ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის. თაღლითებმა არ იკმარეს ის, რომ თავის ქვეყანას აზიანებდნენ თაღლითური სქემებით და შემდეგ გადაწყვიტეს, რომ საერთაშორისო ინსტრუმენტების ჩართვით მილიარდ ნახევარი დოლარი, საქართველოს ბიუჯეტის მაშინდელი 15% ხალხის ჯიბიდან ამოეღოთ და საკუთარ ჯიბეში ჩაედოთ. ამას ცდილობდნენ, დამარცხდნენ და კიდევ ფიქრობენ, რომ მათი ადგილი არის პოლიტიკაში? რა თქმა უნდა, არ არის“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება ALDE-ს, რომლის წევრიც „ლელო-ძლიერი საქართველოა“, პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ALDE რადიკალურ ძალებს უჭერს მხარს.

„რაც შეეხება ALDE-ს, რომლის წევრებიც ისინი არიან. ALDE გამოირჩევა იმით, რომ რადიკალურ ძალებს უჭერს მხარს. იმავე მომენტში გამოენთება ხოლმე ALDE-ს სხვადასხვა ხელმძღვანელი, როდესაც საქმე ხაზარაძეს ეხება. სად არიან ახლა, როდესაც მათი პარტნიორი თაღლითობაში არის ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ მხილებული? სად არის ALDE-ს მორალური კოდექსი? თაღლითების პარტია უნდა ჰყავდეთ წევრად? ან ისინი გამოიტანენ დასკვნებს ამ ყველაფრიდან და გარიცხავენ ხაზარაძეს, ჯაფარიძეს და ასეთ ადამიანებს არ გაიკარებენ, ან მაშინ გამოდის, რომ ისინი თავის თავზე იღებენ პასუხისმგებლობას იმ თაღლითობაზე, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ ხაზარაძე-ჯაფარიძის ჯგუფი ეწევა“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

გარდა ამისა, პარლამენტის თავმჯდომარე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომ გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი თბილისში „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ოჯახის საკუთრებაში არსებულ ბინას ქირაობს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მუდმივად იტყუებიან, რაც „თაღლითის ტიპური ნიშანია“.

„ხაზარაძე-ჯაფარიძის თაღლითობის ეპოპეა უკვე მართლაც ეპოპეად იქცა. ტყუილს ტყუილს ამატებენ, თაღლითობას თაღლითობას. ეს არის ტიპური დამახასიათებელი ნიშანი ზოგადად, თაღლითის, როდესაც ერთ თაღლითობაში გამოიჭერ და შემდეგ მეორე თაღლითობას იწყებს. მთელი შინაარსი ამაში მდგომარეობს. მარტივი კითხვები არის. როდესაც მარტივ კითხვებს მარტივ პასუხებს ვერ სცემენ, ბუნდოვან პასუხს სცემენ ან პასუხებს გაურბიან, ამით პირველ რიგში, საკუთარ თავს ამხელენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო