არმაზ ახვლედიანი მზია ამაღლობელის საქმეზე - მოსამართლევ, მოგიწოდებთ, გაბედეთ, შეისმინეთ საკუთარი სინდისის ხმა და ამჯერად მაინც ისე აღასრულეთ ფეხქვეშ გათელილი მართლმსაჯულება!

ივანიშვილის პრემიერი მზია ამაღლობელს წლობით საპყრობილეს უმზადებს - მოღალატე ივანიშვილ-კობახიძევ, მზია, თქვენი განაჩენის მიუხედავად, საქართველოს უკვდავების, მისი დიდების, თავისუფლების, ნორმალურობისა და ევროპულობის სიმბოლოა, ხატია, დასტურია, გამართლებაა! - ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, არმაზ ახვლედიანი სოციალურ ქსელში წერს.

ის მოსამართლეს მიმართავს, გაბედოს, საკუთარი სინდისის ხმა შეისმინოს და ისე აღასრულოს ფეხქვეშ გათელილი მართლმსაჯულება.

„შუამთობას, ზემოაჭარლებს, როგორც ყოველთვის, ფორმალურად, მლიქვნელურად, ანგარებით, უგულოდ ეწვია ივანიშვილის პრემიერი. ამ დროს ის ზემო აჭარის სინდისს, მართლაც ღირსეულ მთიელ ქალს, მზია ამაღლობელს, უსაშველოდ უსამართლოდ დატყვევებულს, წლობით საპყრობილეს უმზადებს.

ილიაობას, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ მომავალ წელს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის საზეიმოდ აღნიშვნასა და ერისა თუ ბერის გაერთიანებულ ძალისხმევაზე იქადაგა. ამ დროს ილია წინასწარმეტყველის მიერ ნუგეშცემული ერთადერთი გაჭირვებული ქალის გასაოცარი ამბავი, ისევე როგორც ილია მართლის (ჭავჭავაძის) მიერ გულში ჩახუტებული აჭარა, ნალოლიავები სამართლიანობა და უკომპრომისოდ მართალი სიტყვის არსი დაივიწყა - მოსაყდრეს არც კი გახსენებია უკანონო პატიმარი ქალი!

წითელი ინტელიგენციის შთამომავლები, ილიას მემკვიდრეობის ცოდნით რომ იწონებდნენ თავს, რა თქმა უნდა, ვერ გაბედავდნენ, სიტყვა დაეძრათ თანამედროვე ოთარაანთ ქვრივზე, რუსთაველის პოემის ახალ გმირზე, გალაქტიონი რომ ფეხზე წამოუდგებოდა და ლექსად აქცევდა, ნიკალა რომ დახატავდა, ზაქარია ფალიაშვილი რომ ჰიმნს შეასხამდა, იმ მზე მზია ქალზე!

მედროვეობამ, უგუნურობამ, უსამართლობამ, გაუნათლებლობამ, უსიყვარულობამ და უღმერთობამ წალეკა ქვეყანა!

თქვენ დაგივიწყებთ ისტორია!

მზიას და მისნაირებს, თქვენ მიერ დაწუნებულებს, კი განადიდებს, აღამაღლებს, ქართველთა სათაყვანო გმირებად აქცევს!

მოსამართლევ, მოგიწოდებთ, გაბედეთ, შეისმინეთ საკუთარი სინდისის ხმა და ამჯერად მაინც ისე აღასრულეთ ფეხქვეშ გათელილი მართლმსაჯულება!

მოღალატე ივანიშვილ-კობახიძევ, მზია, თქვენი განაჩენის მიუხედავად, საქართველოს უკვდავების, მისი დიდების, თავისუფლების, ნორმალურობისა და ევროპულობის სიმბოლოა, ხატია, დასტურია, გამართლებაა!,“ - წერს ახვლედიანი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე