აქტივისტ ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა „თავისუფლების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს და პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ

პატიმრობაში მყოფი აქტივისტის, ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა „თავისუფლების მოედნიდან“ რუსთაველის გამზირისკენ გადაინაცვლეს და პარლამენტთან შეკრებილებს შეუერთდნენ.

აქციის მონაწილეები მსვლელობისას სკანდირებდნენ - „ბოლომდე, ბოლომდე!”

ნინო დათაშვილის მხარდასაჭერი აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადანაცვლებამდე წმინდა გიორგის მონუმენტს ცოცხალი ჯაჭვით წრე შემოარტყეს.

რუსთაველის გამზირზე გადაკეტილია საავტომობილო მოძრაობა, სადაც მოქალაქეები უკვე 250-ე დღეა იკრიბებიან. მათი მთავარი მოთხოვნაა - აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლება და ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო