Reuters - აშშ ახალი სავიზო პროგრამის ფარგლებში ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარამდე წინასწარ დეპოზიტს მოითხოვს

აშშ ახალი სავიზო პროგრამის ფარგლებში ტურისტული და საქმიანი ვიზებისთვის 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარამდე წინასწარ დეპოზიტს მოითხოვს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს.

სახელმწიფო დეპარტამენტს იმ ქვეყნების სია არ გამოუქვეყნებია, რომლებზეც ახალი მოთხოვნა გავრცელდება, თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ახალი პროგრამა იმ ქვეყნების მოქალაქეებს შეეხება, რომლებიც აშშ-ში დარჩენის ვადას რეგულარულად არღვევენ ან შემოწმების პროცესი არასრულყოფილია. ასევე, პროგრამა საგარეო პოლიტიკის ფაქტორებიდან გამომდინარეც იმოქმედებს.

ახალი სავიზო პროგრამა 2025 წლის 20 აგვისტოდან ამოქმედდება და დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება. დეპოზიტის ოდენობას საკონსულოს თანამშრომლები განსაზღვრავენ და იგი 5 000, 10 000 ან 15 000 დოლარი იქნება.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ-ში ვიზიტით მყოფ პირებს დეპოზიტის თანხა სრულად დაუბრუნდებათ, თუ ისინი აშშ-ს ვიზით გათვალისწინებულ ვადაში დატოვებენ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ