დონალდ ტრამპი - ნავთობზე ფასები კიდევ 10 დოლარით თუ დაიწევს, პუტინი ხალხის მოკვლას შეწყვეტს

ნავთობზე ფასები კიდევ 10 დოლარით თუ დაიწევს, პუტინი ხალხის მოკვლას შეწყვეტს,- ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამერიკულ ტელეარხ CNBC-სთან საუბარში განაცხადა.

„ფასები მცირდება. შეხედეთ ენერგეტიკას. ენერგეტიკის [ფასები] ძალიან დაწეულია…

[ნავთობის] ერთი ბარელის ფასი დაახლოებით 65 აშშ დოლარია და კიდევ უფრო დაბლა იწევს. თუ იცით, OPEC და OPEC+ [ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია] მეტს მოიპოვებენ, მეტის მოპოვება სურთ, რადგან, მგონი, უნდათ რომ გამახარონ.

თუ ენერგეტიკის ფასები საკმარისად დაიწევს, პუტინი ხალხის მოკვლას შეწყვეტს. ეს კარგი იქნება, იმისდა მიუხედავად, რომ მისივე ხალხი კვდება, მისი და უკრაინის. მაგრამ პუტინი ხალხის მოკვლას შეწყვეტს თუ ნავთობის ფასები კიდევ 10 აშშ დოლარით დაიწევს ერთი ბარელისთვის. არჩევანი არ ექნება, ვინაიდან მისი ეკონომიკა საშინელ მდგომარეობაშია“, - განაცხადა ტრამპმა.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე