აშშ-ის არიზონას შტატში სამედიცინო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა

აშშ-ის არიზონას შტატში სამედიცინო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც, 4 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. CNN-ის ცნობით, მცირე ზომის სამედიცინო სატრანსპორტო თვითმფრინავი არიზონას შტატში, ნახავოს ტომის ტერიტორიაზე ჩამოვარდა.

„პატარა თვითმფრინავი ახლომდებარე საავადმყოფოდან პაციენტის ასაყვანად მიფრინავდა, როდესაც ავიაკატასტროფა მოხდა“, - განაცხადა ნახავოს პოლიციამ.

აშშ-ის ეროვნული სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს ცნობით, ავიაკატასტროფა Beechcraft 300-ის ტიპის თვითმფრინავმა განიცადა და შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები უკვე გაემგზავრნენ.

თეონა აქუბარდია - მოსკოვი ცდილობს შექმნას პირობები, როდესაც ტერიტორიული მთლიანობის საკითხის გვერდის ავლით შეძლებს საქართველოს სატრანსპორტო და გეოპოლიტიკურ არქიტექტურაზე გავლენის მოპოვებას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა